„პუტინის გარემოცვას რუსეთის გამარჯვების არ სჯერა“ - რუსი ოპოზიციონერი

პუტინი

„პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების" - ამის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გენადი გუდკოვმა განაცხადა.

გენადი გუდკოვის თქმით, პუტინს ახლო ადამიანები მხოლოდ იმიტომ ჰპირდებიან ერთგულებას, რომ  ეშინიათ  ქონების დაკარგავის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაკეთილსინდისიერი გზით მოიხვეჭეს.

"მათ, რომ რაიმეს გაკეთება შეეძლოთ, დიდი ხნის წინ გააკეთებდნენ. მათ ხომ არანაირი შემაკავებელი ფაქტორები არა აქვთ. არც მორალური, არც ადამიანური, არც თანაგრძნობა და არც სინდისი. ეს არის ხალხი, რომელმაც ამოწურა ყველანაირი რესურსი და ეს მშვენივრად იციან. უბრალოდ ახლა მატვიენკოს და სხვებს სურთ, პუტინს და მის გარემოცვას შეახსენონ, რომ მათთან ერთად არიან და ერთგულებას ინარჩუნებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ უბრალოდ წაართმევენ იმ მილიარდებს, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს იშოვეს", - ამბობს გუდკოვი.