რუსეთი მზადაა, უკრაინაზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არა ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე - ლავროვი

ლავროვი

რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განიხილავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რუსეთი მზად არის უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებისთვის, მაგრამ არ აპირებს, განიხილოს წინადადებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ: ამაზე კომენტარი გააკეთა ვლადიმერ პუტინმა, მან ძალიან მკაფიოდ თქვა: „დიახ, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ არ განვიხილავთ არანაირ წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. იმიტომ, რომ ჩვენ ერთხელ განვიხილეთ, მაგრამ თქვენ მოგვატყუეთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

რუსმა უმაღლესმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა კიევს მოსკოვთან მოლაპარაკება აუკრძალა.

ლავროვმა დასძინა, რომ რაც უფრო მეტხანს აჭიანურებს კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებს, მით უფრო რთული იქნება მოგვიანებით მოლაპარაკება.