ნუცა ბუზალაძის საქმრო მიმართვას ავრცელებს
1778961429
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ანიტა ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან თანასწორი და გამჭვირვალე ურთიერთობის დამყარება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„რუსეთი კვლავაც დარჩება პარტნიორად, თუმცა ურთიერთობა არ შეიძლება ეფუძნებოდეს ცალმხრივ დამოკიდებულებას“, - განაცხადა მან. „არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში აშკარაა, რომ რუსეთის პოლიტიკა უსაფრთხოების სფეროში გამოწვევას უქმნის უნგრეთსა და ევროპას“.
მისივე თქმით, მისი პირველი ამოცანა იქნება უნგრეთისადმი ნდობის აღდგენა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შეირყა.