1692302192
რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას იწყებენ

რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას იწყებენ. ხიდის აგება მდინარე ტუმენზე არსებული სარკინიგზო ხიდის გვერდით იგეგმება.
როგორც რუსეთის პემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტიმა ხიდის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, ეს მოსკოვსა და ფხენიანს შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ეტაპია და აღნიშნავს ორი ქვეყნის სწრაფვას თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.
მდინარე ტუმენზე ხიდის მშენებლობა 2024 წელს ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს შეთანხმდა. პროექტის დასრულება 2026 წლის ზაფხულში იგეგმება. ხიდის სიგრძე 850 მეტრი იქნება.
რუსეთის პრემიერის თქმით, ხიდი სატვირთო გადაზიდვების მოცულობის არსებითად გაზრდისა და სატრანსპორტო ხარჯების შემცირების შესაძლებლობას შექმნის, უზრუნველყოფს სხვადასხვა პროდუქციის საიმედო და სტაბილურ მიწოდებას, რაც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად 15 ათასი სამხედრო გაგზავნა. ამავე მონაცემებით, ფხენიანის საბრძოლო დანაკარგები 600 სამხედროს შეადგენს.