წყალი 28 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769716081
რუსეთის ომის დამთავრებას არ ცდილობს, ის თავს დაესხა სამგზავრო მატარებელს, რაც ომის დანაშაულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ მოსკოვს ომის დასრულება არ სურს და მიზანში მოსახლეობას იღებს. კალასმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს.
„რუსეთის ომის დამთავრებას არ ცდილობს. ის თავს დაესხა სამგზავრო მატარებელს, რაც ომის დანაშაულია. ის თავს ესხმის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, სკოლებს, საავადმყოფოებს და საცხოვრებელ შენობებს.
რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის, ამიტომ ის ცდილობს ზამთრის იარაღად გამოყენებას. ევროკავშირი ამას პასუხობს ზამთრის დახმარების ყველაზე დიდი პაკეტით. სულ ახლახან ჩვენ დამატებით 500 გენერატორი და 50 მილიონი ევრო გამოვყავით ენერგეტიკული მხარდაჭერისთვის. თუმცა, ეს საკმარისი არ არის.
პარალელურად, ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე. დღეს ევროკავშირმა რუსეთი ფულის გათეთრების რისკის გამო შავ სიაში შეიყვანა. ეს შეანელებს და გაზრდის რუსულ ბანკებთან ტრანზაქციების ხარჯებს“, – განაცხადა კალასმა.