რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს, ჩეხეთი კი კვლავ რუსულ გაზს უბრუნდება - მედია

გაზსადენი

რუსეთი ავსტრიას გაზის მიწოდებას უჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ "როიტერი" ავრცელებს. ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ გაზის მიწოდების შეჩერება ავსტრიაში ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს, სპეციალისტების მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეჩერება ქვეყნის მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, რადგან გაზის მიწოდება ავსტრიისთვის მოხდება გერმანიიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან.

"ეს ნიშნავს იმას, რომ მოხდა ის, რისთვისაც უკრაინაში ომის დაწყებიდან ვემზადებით. ჩვენ ასევე ვაჩვენებთ, რომ არ დავემორჩილებით პუტინის შანტაჟს", - აღნიშნა ავსტრიის კანცლერმა.

ამის პარალელურად, ჩეხები რუსულ გაზს უბრუნდებიან - ამის შესახებ გამოცემა "ბლუმბერგი" წერს. მიზეზი ალტერნატიული გაზის მაღალი ფასია.