ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1749316091
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოსალოდნელია, რადგან ორივე მხარე დიალოგის ღირებულებას აღიარებს, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა განაცხადა.
ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ ომი, რომელიც მეოთხე წელია გრძელდება, არა მხოლოდ ორ ერს შორის მიმდინარეობს, არამედ საერთაშორისო ჩართულობის გამო გლობალურ კონფლიქტად იქცა.
ჰაქან ფიდანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთის თანმიმდევრული პოზიცია ომის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა უზარმაზარ ადამიანურ და ეკონომიკურ დანაკარგებს, მათ შორის მილიონზე მეტ დაღუპულს ან დაჭრილს და მსხვილი ქალაქები განადგურებას.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის პირობების ამსახველი დოკუმენტები წარადგინეს და მხარეებმა პოტენციური ლიდერების სამიტთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.
ჰაქან ფიდანმა აღნიშნა, რომ მხარეები ასევე შეთანხმდნენ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის ხელახლა შეკრების აუცილებლობაზე.
„არსებული პირობებისა და ომის შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური გარემოს გათვალისწინებით, ეს იყო საუკეთესო შესაძლო შეხვედრა. მთავარია, არ დავტოვოთ მოლაპარაკების მაგიდა და შევინარჩუნოთ ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისადმი ერთგულება. ეს არის ჩვენი რჩევა მხარეებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება თუ არა მაგიდა თურქეთში თუ სხვაგან. მნიშვნელოვანია, რომ ეს მხარეები ერთად შეიკრიბონ და განაგრძონ მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ჰაქან ფიდანმა.