მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1762630853
უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებულ კონტრშეტევებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ რუსი სამხედროები უკრაინიდან გარბიან.
„რუსები არ ნებდებიან, ისინი გარბიან!“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს ხერსონის და ხარკოვის ოლქების მიმართულებით, რაც უკვე თითქმის ორი კვირაა გრძელდება.
უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე.
უკრაინული მედია თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.
მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1762630853