2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
რუმინეთში, ქალაქ ბუქარესტში რეალითი შოუს 23 წლის ვარსკვლავი, მცირეწლოვანი ქალიშვილის თვალწინ მოკლეს.
ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, თეოდორა მარკუს მაშინ ესროლეს, როდესაც ის პატარა შვილთან და ბიძაშვილთან ერთად სეირნობდა.
ახალგაზრდა ორსულ ქალს მკვლელმა 4-ჯერ ესროლა. მედიის ცნობით, მკვლელი მისი ყოფილი პარტნიორი, 49 წლის რობერტ ლუპუა. მკვლელობის მომენტში ქალი 26 კვირის ორსული იყო.
თეოდორა მარკუსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მის გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი წყნარად მიუახლოვდა ქალს და ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. მედიის ინფორმაციით, მოგვიანებით მამაკაცმა თავი მოიკლა.