რუმინეთში დიდთოვლობის გამო დაიკეტა საქალაქთაშორისო მაგისტრალები - ბუქარესტში განგაშის წითელი დონე გამოცხადდა

რუმინეთი

რუმინეთში თოვლმა სერიოზული პრობლემები შექმნა - ძლიერი ნალექის გამო გადაკეტილია გზები და საქალაქთაშორისო მაგისტრალები, შეფერხებით მუშაობს რკინიგზა.

200 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რამდენიმე ქალაქში დაიხურა სკოლები. ქვეყნის რეგიონებში ამოქმედებულია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, განგაშის წითელი დონე გამოცხადდა ბუქარესტში.

დედაქალაქში თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აჭარბებს. დიდთოვლობის გამო, ქუჩებში 300-მდე ხეა წაქცეული. შეფერხებით მუშაობს აეროპორტი.