1746007492
რუბიოს განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტში არსებობდა განყოფილება, რომელიც ამერიკელებზე დოსიეს აგროვებდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში წინა ადმინისტრაციის დროს არსებობდა სპეციალური განყოფილება, რომელიც რიგით ამერიკელებზე, როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე, დოსიეს აგროვებდა.
„ჩვენთან, სახელმწიფო დეპარტამენტში იყო განყოფილება, რომლის მიზანს ამერიკელების ცენზურა წარმოადგენდა“, - თქვა რუბიომ მთავრობის სხდომის დროს. „სხვათა შორის, ახლა მე არ ვიტყვი, თუ ვინ იყო ეს. მე მათ დავუტოვებ ამის შესაძლებლობას. დღეს ამ მაგიდასთან სულ მცირე ერთი ადამიანი ზის, რომელზეც სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო არსებობდა დოსიე, როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებლებზე. ჩვენ გვაქვს ეს დოსიე და ვაპირებთ, რომ აღნიშნულ პირებს გადავცეთ“.
ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ჰკითხა რუბიოს: „ეს მე ვიყავი, თუ მასკი? ჩვენ ამაზე საუბარს მას შემდეგ გავაგრძელებთ, რაც მედია ოთახს დატოვებს“.
„წარმოიდგინეთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შექმნა განყოფილება სოციალურ ქსელებში ამერიკელი მოქალაქეების შეტყობინებებისა და კომენტარების მონიტორინგისთვის. ჩვენ ვიცით, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი სიტყვის თავისუფლება და გამჭვირვალობაა“, - თქვა რუბიომ.