რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მიზანი ირანის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების განადგურებაა

მარკო რუბიო

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ მიზნად ისახავს „ირანის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისგან მომდინარე საფრთხისა და მათი სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ შექმნილი საფრთხის აღმოფხვრას“.

„ეს არის ამ მისიის ნათელი მიზანი“, - განაცხადა რუბიომ.

„გარდაუვალი საფრთხე იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ვიცოდით - თუ ირანზე თავდასხმა განხორციელდებოდა, ისინი მაშინვე ჩვენ წინააღმდეგ წამოვიდოდნენ; ჩვენ კი არ ვაპირებდით იქ ჯდომას და დარტყმის მიღებას მანამ, სანამ პასუხს გავცემდით“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ირანისთვის მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტების განვითარების გაგრძელების უფლების მიცემა იყო „მიუღებელი რისკი“ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ოპერაციის განხორციელება მაშინ, როდესაც თეირანი თავის „ყველაზე სუსტ მდგომარეობაში“ იმყოფებოდა.