სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა თავში სიმსივნეზე მიანიშნებდეს
1791576039
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) დაშლით ემუქრება, თუკი ისინი მუქარას არ შეწყვეტენ.
რუბიომ ვაშინგტონის მოკავშირეებსაც მოუწოდა, რეაგირება მოახდინონ ICC-ისქმედებებზე:
"ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ მოვუღებთ ბოლოს ამ სასამართლოს.
მოველით, რომ ჩვენი მოკავშირეები, რომელთაგან ბევრი ამ სასამართლოს წევრია და თავდაცვისთვის ამერიკელ სამხედროებზეა დამოკიდებული - სათანადო ზომებს მიიღებენ ამ უკონტროლო სასამართლოს შესაკავებლად.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შეერთებული შტატები გააგრძელებს კამპანიას ამ სასამართლოს ეტაპობრივი დაშლის მიზნით, სანამ ამერიკელებს საფრთხე აღარ დაემუქრებათ,"- აცხადებს მარკო რუბიო.