პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რომის პაპი ფრანცისკე სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის დასრულების მოწოდებით გამოვიდა. კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობის ესკალაცია უნდა შეწყდეს. ამის შესახებ უცხოური მედი აწერს.
გამოცემის ცნობით, გარემოს დამცველმა აქტივისტებმა ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს, რომელიც არის ერთადერთი სახმელეთო მარშრუტი ხალხის გადასაადგილებლად და საქონლის, საკვებისა და სამედიცინო მომარაგებისთვის სომხეთიდან მთიან ყარაბაღამდე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.
პარალელურად, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს პონტიფიკოსმა უკრაინის მშვიდობისთვის ლოცვა სთხოვა.
„შეშფოთებული ვარ სამხრეთ კავკასიაში ლაჩინის დერეფანში შექმნილი ვითარებით. კერძოდ, შეშფოთებული ვარ მოსახლეობის არასტაბილური ჰუმანიტარული პირობებით, რომელიც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება ზამთრის სეზონზე. მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, იპოვონ მშვიდობიანი გადაწყვეტილებები ხალხის სასიკეთოდ. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, შეეხოს მათ გულებს, ვისაც შეუძლია, შეაჩეროს ომი უკრაინაში. არ დავივიწყოთ იმ ხალხის ტანჯვა, განსაკუთრებით ბავშვების, მოხუცების და ავადმყოფების ტანჯვა”, – თქვა რომის პაპმა.