1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ მზადაა, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შეხვდეს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ფრანცისკემ ასევე განმარტა, რატომ არ ჩავიდა კიევში. მისი თქმით, იმ პერიოდში ამის შესაძლებლობა არ იყო, თუმცა ის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე მივიდა რუსეთის საელჩოში.
„მე მსურდა მოსკოვში ჩასვლა პუტინთან სასაუბროდ, და მე მგონი, გაჩნდა პატარა ფანჯარა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა – ვნახოთ, მოგვიანებით. ეს ჟესტი არ იყო ჩაფიქრებული და იმის გამეორება, რაც არ იყო ჩანაფიქრში, შეუძლებელია“, – აცხადებს რომის პაპი.
მისივე თქმით, ომი პუტინის ხელშია და მისი დასრულება სამხედრო ძალების გაყვანით, ცეცხლის შეწყვეტით არის შესაძლებელი, შემდეგ კი უნდა გაიმართოს მოლაპარაკება გრძელვადიან შეთანხმებაზე.