საკანონმდებლო ორგანომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
1770214097
რომის პაპი ლეო XVI აშშ-სა და რუსეთს მოუწოდებს, განაახლონ ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმება, რომლის ვადაც მიმდინარე კვირაში იწურება.
ამის შესახებ პონტიფიკოსმა ვატიკანში ყოველკვირეულ აუდიენციაზე განაცხადა, წერს „როიტერი“.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მოითხოვს ძალისხმევას, რომ ახალი გამალებული შეიარაღების პრევენცია მოხდეს.
რომის პაპმა აშშ-სა და რუსეთს მოუწოდა, სასწრაფოდ განაახლონ მოლაპარაკებები ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმებაზე.
„დაჟინებული მოწოდებით გამოვდივარ, რომ ამ ინსტრუმენტმა ძალა არ დაკარგოს. დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შიშისა და უნდობლობის ლოგიკის შეცვლა საერთო ეთიკით, რომელსაც შეეძლება, არჩევანი საყოველთაო სიკეთისკენ მიმართოს“, – განაცხადა რომის პაპმა.
ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის მიერ ბირთვული შეიარაღების კონტროლის შესახებ შეთანხმების მოქმედების ვადა 5 თებერვალს იწურება. 2025 წლის სექტემბერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეთანხმება არაფორმალურად კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს, თუმცა ამ წინადადებას აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპი არ გამოხმაურებია.