„რომეო და ჯულიეტას“ მსახიობი ოლივია ჰასი გარდაიცვალა

ოლივია პასი

73 წლის ასაკში კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი ოლივია ჰასი გარდაიცვალა, - იუწყება The Guardian.

საყოველთაო აღიარება მსახიობს ფრანკო ძეფირელის „რომეო და ჯულიეტაში“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.

ჯულიეტას როლი მან 16 წლის ასაკში ითამაშა. ფილმი ეკრანებზე 1968 წელს გამოვიდა.

ოლივია ჰასი მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

„ოლივია იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომლის სითბომ, სიბრძნემ და ნაზმა სიკეთემ გამოძახილი ჰპოვეს ყველა იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც მას იცნობდა“, - ნათქვამია ჰასის ოჯახის წევრების განცხადებაში.