რომელი 3 საუკუნოვანი ტრადიციის დარღვევა მოითხოვა ელისაბედ მეორემ სიკვდილამდე

ელისაბედი

დედოფალი ელისაბედის ცხედარი დაასვენეს არა წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში, არამედ უესტმინსტერის სააბატოში.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

საქმე ისაა, რომ უესტმინსტერის სააბატოში (კათედრალის ტიპის გოთიკური ეკლესია უესტმინსტერში) ტარდება მხოლოდ მონარქთა კორონაციის ცერემონიები. ხოლო სამეფო ოჯახის წევრების დაკრძალვის ცერემონია ტრადიციის მიხედვით ყოველთვის წმინდა გიორგი სახელობის კათედრალში იმართება. 

ეს უძველესი 3 საუკუნოვანი სამეფო ტრადიციაა. თუმცა, სიკვდილამდე ელისაბედ მეორემ გადაწყვიტა ეს წესი დაერღვია და მოითხოვა მისი ცხედარი უესტმინსტერის სააბატოში დაესვენებინათ. 

აღსანიშნავია, რომ დედოფლისთვის ამ კათედრალს განსაკუთრებული დანიშნულება აქვს - პრინც ფილიპზე დედოფალმა სწორედ  უესტმინსტერის სააბატოში იქორწინა, ასევე აქ შედგა მისი კორონაციაც.