„თანხის მიღების ნაცვლად, თქვენი ანგარიშიდან ფული იკარგება...“ - თაღლითობის ახალი სქემა
1787595015
ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს, კენსკოფის უბანში ბანდების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.
მედიის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა თემი დაარბიეს, სახლები დაწვეს და მცხოვრებლები მოკლეს.
კენსკოფის მერის განცხადებით, ჯერ უცნობია, თუ ვინ დგას თავდასხმის უკან.
„როიტერის“ ცნობით, კენსკოფში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბანდების მიერ მრავალი თავდასხმა მოხდა. უფლებადამცველი ჯგუფების განცხადებით, მასობრივი მკვლელობები, გაუპატიურება და გატაცება ქალაქში ხშირად ხდება. მათივე თქმით, თავდასხმების გამო ათასობით ადამიანმა დასახლება დატოვა.
გამოცემის ინფორმაციით, ბანდები ჰაიტის დედაქალაქის დაახლოებით 70%-ს აკონტროლებენ.