როგორი მშვენიერია, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ს უხელმძღვანელებენ ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას ხედავს, როგორც მეგობარს და არა, როგორც მტერს - პიტერ სიიარტო

პიტერ სიიარტო

ეს არის პერსონალური შურისძიება იმ ელჩის მხრიდან, რომელიც გამოგზავნა აშშ-ს წარუმატებელმა ადმინისტრაციამ უნგრეთში, მაგრამ ახლა ის მიდის დიდების და წარმატების გარეშე, -  ასე გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აშშ-ის მიერ უნგრეთის მთავრობის მაღალჩინოსნის, ანტალ როგანის სასანქციო სიაში შეყვანას.

„როგორი მშვენიერია, რომ რამდენიმე დღეში აშშ-ს უხელმძღვანელებენ ადამიანები, ვინც ჩვენს ქვეყანას ხედავს, როგორც მეგობარს და არა, როგორც მტერს“, - წერს სიიარტო.