დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რუსული ესტრადის ვარსკვლავი, ალა პუგაჩოვა მეუღლეს, მაქსიმ გალკინს სოლიდარობას უცხადებს და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.
გთხოვთ, ჩემი საყვარელი ქვეყნის უცხოელი აგენტების რიგებში შემიყვანოთ, რადგან მე სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეუღლეს“ - დაწერა მომღერალმა Instagram-ზე.
მის მოწოდებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნია ალა პუგაჩოვას მიმართვაზე კომენტარის გაკეთება.
"არა მგონია, რომ ეს კითხვა კრემლს ეკუთვნის. ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ", - უპასუხა პესკოვმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო, წყვილმა ომი დაგმო და მისი შეჩერება მოითხოვა. ამის შემდეგ, მათ რუსეთი დატოვეს, თუმცა, ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად კვლავ დაბრუნდა.