წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ახალ ზელანდიური წარმოშობის ავსტრალიელი მსახიობის, 2001 წელს ფილმ „გლადიატორში" მთავარი როლის შესრულებისთვის ოსკაროსან, რასელ ქროუს Twitter-ზე დაწერილ ფრაზას „როგორ ხარ, აფხაზეთო, ყველაფერი კარგადაა?“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სოციალური ქსელის მომხმარებლებმა მას ადგილობრივი ბუნების ამსახველი ფოტოები გაუზიარეს.
„აფხაზეთი საქართველოა, მაგრამ ახლა ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - წერს კომენტარის საპასუხოდ ერთ-ერთი მომხმარებელი.
ასევე რასელ ქროუს ტვიტს დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და იგი „ოფიციალური ვიზიტით“ მიიწვია.
