როგორ დავიძინოთ სიცხის დროს - ექსპერტის რჩევა

ძილი

სიცხეში და განსაკუთრებით ზაფხულში, ძალიან რთულია დაძინება. ხშირად ვერ პოულობთ კომფორტულ პოზას ან გრილ მხარეს. ექსპერტებმა განმარტეს, თუ რატომ არის ასე ძნელი სიცხეში ძილი და რა შეიძლება გაკეთდეს.

ცნობილია, რომ ადამიანებს განსხვავებული მგრძნობელობა აქვთ ტემპერატურის მიმართ, რომელზედაც მათ შეუძლიათ დაიძინონ. ასევე, მცირეწლოვან ბავშვებს და ხანდაზმულებს ზოგადად სჭირდებათ ოდნავ თბილი ძილის პირობები.

როგორ დავიძინოთ სიცხეში

სიცხის გამო იმედგაცრუება და შფოთვა მხოლოდ თქვენს სხეულს მეტ სითბოს აძლევს. ჯობია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მშვიდად იწვეთ. 

მოემზადეთ ღამის ძილისთვის - თუ დღის განმავლობაში ფარდების ჩამოფარებული იქნება, საძინებელი არ გაცხელდება, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო სწრაფად დაიძინოთ ღამით. ასევე უნდა მოერიდოთ გვიან სადილს.

ჩაიცვით ბამბის პიჟამა 

„თუ თქვენ გაცვიათ ბუნებრივი ბოჭკოებისგან დამზადებულ ტანსაცმელი, როგორიცაა ბამბა, ღამით თავს უფრო გრილად იგრძნობთ, რადგან ბამბა ოფლს აშორებს თქვენს კანს“, - თქვა ექიმმა ალანა ჰეირმა.

ნებისმიერი ხელოვნური ან სინთეზური სამოსი თქვენს კანთან ახლოს იჭერს სითბოს, ამბობს ის. ეს ასევე ეხება თეთრეულს.

„დაიძინეთ ღია ფანჯარასთან ან ღამით ჩართეთ ვენტილატორი, რათა თქვენს საძინებელში დამატებითი ნიავი შექმნათ“, - აღნიშნა ექიმმა მედოუსმა.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ გაყინული წყლის ბოთლი თქვენსა და ვენტილატორის შორის, რათა გაგრილდეს თქვენკენ შემომავალი ჰაერი.