წმინდანთა 5 სასწაულმოქმედი საფლავი, სადაც სასწაულები და განკურნებები დღესაც ხდება
1747677725
ბილი აილიში მსოფლიოში მეორე ადამიანია, რომელმაც 2020 წელს გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე 4 მთავარი ჯილდო მიიღო (საუკეთესო ახალი შემსრულებელი, წლის საუკეთესო სიმღერა, წლის საუკეთესო ჩანაწერი და წლის საუკეთესო ალბომი).
ამავე 4 ჯილდოს მფლობელი 1981 წელს კრისტოფერ კროსი გახდა, რომლის ალბომმაც ჯგუფის Pink Floyd ალბომს "The Wall" აჯობა.
ასევე ბილი აილიშმა 18 წლის ასაკში მოხსნა ტეილორ სვიფტის რეკორდი და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომელმაც წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო მიიღო.
ბილი აილიშ პაირეტ ბეირდ ო’კონელი 2001 წლის 18 დეკემბერს, ლოს-ანჯელესში, შემოქმედებით ოჯახში დაიბადა. დედა, მეგი ბეირდი მსახიობია, ხოლო მამა, პატრიკ ო'კონელი მუსიკოსი. ბილის ჰყავს უფროსი ძმა, ფინეას ო'კონელი. ის 20 წლისაა და დაინტერესებულია მუსიკითა და მსახიობობით: ბიჭი The Slightlys-ში მღერის, თამაშობს Glee-ს სერიალის ბოლო სეზონში და საკუთარ დას სიმღერების ტექსტებს უწერს.
მშობლებმა გადაწყვიტეს, ბილისთვის საშინაო განათლება მიეცათ, ამიტომ ის სკოლაში არ დადიოდა, რასაც არ ნანობს. მისი აზრით, სახლში მან ყველა საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღო. რვა წლის ასაკში იგი ლოს-ანჯელესის მომღერალ ბავშვთა გუნდს შეუერთდა და სამი წლის შემდეგ საკუთარი სიმღერების წერა დაიწყო.
ბილი აილიში მხოლოდ 20 წლისაა და ხშირად უკვირთ, ამ ასაკში როგორ მოახერხა მსოფლიოს დაპყრობა. მას ახალი თაობის წარმომადგენელს უწოდებენ. ყველაზე მთავარი, რის გამოც ის ადამიანებს მოსწონთ არის ის, რომ სიმღერებში არა მხოლოდ სხვადასხვა სტილს იყენებს, არამედ აბსოლუტურად გულწრფელად მღერის უპასუხო სიყვარულზე, საკუთარ თავთან დაპირისპირებასა და შიშებზე - იმაზე, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით აწუხებთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი მოზარდებს. ტექსტი ტკივილით, პირადი გამოცდილებითა და სევდითაა სავსე. შინაგანი სიცარიელე, უიმედობა - ესაა ის, რაც ბილის მაყურებელთან საოცრად აახლოებს. მუსიკა კი მშვიდი და დაბალანსებულია.