როგორ აღნიშნავდნენ შობას თეთრ სახლში წლების განმავლობაში - ფოტოები

ახალი წელი

წლების განმავლობაში თეთრ სახლში ნაძვის ხე და საახალწლო დეკორაციები სხვადასხვანაირი იყო. ნაძვის ხი მორთულობა გემოვნების ან რაიმე მოვლენის შემდეგ, ყოველ წელს იცვლებოდა. 

ნახეთ, როგორ აღნიშნავდნენ შობას თეთრ სახლში წლების განმავლობაში:

1971 წელი: 

რიჩარდ ნიქსონი და მისი მეუღლე პატრიცია ქალიშვილებთან და სიძეებთან ერთად პოზირებენ ლურჯი ოთახის ნაძვის ხის წინ.

1972 წ - პატრიცია ნიქსონი აჩვენებს თეთრი სახლის ჯვრის დარბაზს, რომელიც საშობაოდ არის მორთული ჰოლითა და ხეებით.

1978 წელს კარტერმა ხე დაამშვენა ანტიკვარული სათამაშოებით, რომლებიც მარგარეტ ვუდბერის სტრონგის მუზეუმმა პირველ ლედის აჩუქა.

1981 წ - რეიგანები აქ პოზირებენ უფრო ჩვეულებრივი ხის წინ, თეთრი სახლის საცხოვრებელ კვარტალში.

1987 წ - პრეზიდენტი და ნენსი რეიგანი პოზირებენ დასავლეთ ვირჯინიის 18,5 ფუტის სიმაღლის ფრეიზერის ნაძვის წინ. თეთრი სახლის ხე, რომელიც 1987 წელს ერიკ და გლორია სანდბეკის მეურნეობის მიერ იყო მოწოდებული, ყოველწლიურად შეირჩევა ეროვნული კონკურსიდან.

1989 წ - ბარბარა ბუშმა თავისი პირველი ნაძვის ხე თეთრ სახლში  პოპულარული საბავშვო წიგნებიდან, სხვადასხვა თოჯინით მორთო.

1993 წ - პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონმა 18,5 ფუტი ფრეიზერის ნაძვი დაამშვენა კლასიკური და „ფუნიკური“ ორნამენტების ნაზავით თეთრ სახლში თავის პირველ შობას.

2001 წ - 9-11 ტერაქტების შემდეგ თეთრმა სახლმა შეაჩერა ტურები, რაც იმას ნიშნავდა, რომ საზოგადოებას არ შეეძლო დაეთვალიერებინა „სახლი არდადეგების“. ლორა ბუშმა ამ წელს მსგავსი დეკორაციები შეარჩია. 

2009 წ - მიშელ ობამას პირველი თეთრი სახლის საშობაო თემა - „ასახე, იხარე და განაახლე“. ხეები არა მხოლოდ LED განათებით განათდა, არამედ ექვსი ხე ეროვნული პარკების სამსახურმა ჩვენების შემდეგ ხელახლა დარგა.

2018 წელი - თეთრმა სახლმა 2018 წლის "ამერიკული საგანძურის" თემის ფარგლებში წითელი ხეების თვალწარმტაცი კოლონადა გახსნა.

2020 წელი - ტრამპების ბოლო შობა თეთრ სახლში, პირველმა ლედიმ აირჩია თემა "ამერიკა მშვენიერი". 

2021 წელი - ბაიდენების თეთრ სახლში ყოფნის პირველი წლის განმავლობაში, პირველი ლედი დოქტორი ჯილ ბაიდენი წავიდა თემაზე "საჩუქარი გულიდან" და გააფორმა ოფიციალური ხე თეთრი მტრედებით, რომლებზეც გამოსახულია თითოეული 50 შტატის სახელი.

და ბოლოს, 2022 წელი - ბაიდენების მეორე შობა თეთრ სახლში: