როდის უნდა გავიხეხოთ კბილები - საუზმემდე თუ შემდეგ

გჰგჰგჰ

დილით კბილების გახეხვაზე რომ მიდგება საქმე, ადამიანები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფიან: ისინი, ვინც კბილებს საუზმემდე იხეხავენ და ისინი, ვინც ამას საუზმის შემდეგ აკეთებენ. რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელიც დილით კბილებს არ იხეხავს, იმედია, სტატიის წაკითხვის შემდეგ ქცევა შეეცვლება. 

რომელ ჯგუფსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეთ, ალბათ, ბევრი კვლევა-ძიება არ ჩაგიტარებიათ იმის გასარკვევად, როდის სჯობს კბილების გახეხვა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კბილების გახეხვის დროს ღრმა გავლენა აქვს თქვენს კბილებზე და, მეტწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რით ისაუზმეთ.

როდის გავიხეხოთ კბილები 

დიდი ალბათობით, კბილებს დღეში ორჯერ, დილით და ღამით, იხეხავთ. ეს წესი ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ დამკვიდრდა და საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა იგი არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ზუსტად როდის ჯობია კბილების გახეხვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მედისონ კაპლანი, რეგისტრირებული სტომატოლოგიური ჰიგიენისტი კალიფორნიაში, ამბობს, რომ ის ყველა თავის პაციენტს მოუწოდებს, კბილები საუზმის შემდეგ გაიხეხონ. ეს საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ მოიშოროთ საკვებისა და სასმლის ნარჩენები, რომლებსაც შეუძლია კბილებზე ლაქების წარმოქმნა.

კბილების გახეხვა საუზმის შემდეგ ნიშნავს, რომ თქვენი კბილები დღის განმავლობაში თავისუფალია საკვების ნაწილაკებისგან და, ამდენად, პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს ნაკლები დრო აქვს შაქრის მეტაბოლიზებისა და კარიესის გამოწვევის ან მინანქრის გაფუჭებისთვის.

თუმცა, თუკი დილით მჟავას შემცველ საკვებს ან სასმელს მიირთმევთ, უმჯობესია, კბილები საუზმემდე გაიხეხოთ. კბილების გახეხვამ რაიმე მჟავას შემცველი საკვებისა თუ სასმლის — ყავა ან ხილი, მაგალითად — მოხმარების შემდეგ, შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი. ამ მიზეზით, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაცია გვირჩევს, ამ საკვების ჭამიდან მოვიცადოთ 60 წუთი და შემდგომ გავიხეხოთ კბილები.

თუკი საუზმის შემდეგ არ გაქვთ დრო, რომ ერთი საათის განმავლობაში მოიცადოთ, გამოივლეთ წყალი, რომ საკვები არ დარჩეს კბილებს შორის.

„რაც მეტად გამოდევნით საკვებსა და ბაქტერიებს, მით უფრო ოპტიმალურ პირის ღრუს ჯანმრთელობას მიაღწევთ", - აღნიშნავს კაპლანი.