რიცხვების მაგია - რომელ რიცხვებშია შვებულებაში გასვლა ხელსაყრელი და როდის - საფრთხის შემცველი
1751128687
გასულ კვირას სიდნეიში 70 წელს გადაცილებული ქალი რობი უილიამსის კონცერტის მაყურებელი გარდაიცვალა.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, როდესაც მაყურებლები სტადიონზე ტოვებდნენ. კიბემდე მისვლის ნაცვლად ქალმა გადაწყვიტა, რომ გასასვლელამდე უფრო სწრაფად მივა, თუ სკამებს გადააბიჯებდა. მაგრამ მას ფეხი დაუცდა და დავარდა.
დაშავებული ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავის ტრავმა ჰქონდა. ექიმებმა ქალი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
უილიამსს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
გასულ კვირას მაყურებელი ასევე ტეილორ სვიფტის კონცერტზე გარდაიცვალა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში გაიმართა. 23 წლის გარდაცვალების მიზეზი ქვეყანაში რეკორდული სიცხე გახდა.