რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

რობერტ ქოჩარიან

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ანტიკორუფციული კომიტეტის პრესმდივანმა, მარინა ოგანჯანიანმა განაცხადა.

„ანტიკორუფციულმა სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა გამომძიებლის შუამდგომლობა და რ. ქ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, – განაცხადა ოგანჯანიანმა.

ანტიკორუფციული სასამართლო გუშინდელი დღიდან განიხილავდა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობას ქოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

ღამით ქოჩარიანი ექიმების მითითებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და საქმის განხილვა მის გარეშე გაგრძელდა.

რობერტ ქოჩარიანს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით მსხვილი ოდენობით ფულის გათეთრება და განსაკუთრებით მსხვილი ოდენობით ქრთამის აღება.