რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

რობერტ ფიცო

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის გენერალური პროკურორი მაროშ ჟილინკა ავრცელებს.

სლოვაკეთის გენერალური პროკურორი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ბრალდებულს ეცნობა იმ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის ცვლილების შესახებ, რისთვისაც მას ბრალი წაუყენეს.

„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სისხლისსამართლებრივი დევნა შემდგომში იქნება იურიდიულად კვალიფიცირებული, როგორც ტერორისტული თავდასხმის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“, – აცხადებს მაროშ ჟილინკა.

რობერტ ფიცოზე თავდასხმა 15 მაისს მოხდა. თავდასხმასთან დაკავშირებით დაკავებულია 71 წლის იურაი ცინტულა, რომელმაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ახლო მანძილიდან ოთხჯერ ესროლა.