1776024944
რობერტ ფიცომ პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ უნგრეთის ახალ ლიდერს, პეტერ მადიარს გამარჯვება მიულოცა და "ინტენსიური თანამშრომლობა" შესთავაზა. ასევე, მან მადლიერება გამოხატა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიმართ, - იუწყება Reuterts-ი.
მედიის ცნობით, ფიცო ორბანის საკვანძო პარტნიორი იყო, რომელიც მას არჩევნებამდეც უჭერდა მხარს. ფიცოს თქმით, სლოვაკეთი მზად არის მჭიდრო ურთიერთობებისთვის და რომ, ენერგეტიკული ინტერესების დასაცავად, ერთობლივი ქმედებები კვლავ მთავარ მიზნად რჩება.
უნგრეთის ლიდერი, ვიქტორ ორბანი ,16-წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, კვირას გამართულ არჩევნებში დამარცხდა. ოპოზიციონერმა ლიდერმა, პეტერ მადიარმა და მისმა ახლადშექმნილმა ცენტრისტულმა მემარჯვენე პარტია "ტისამ" პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.










