ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებას ავრცელებს
1772827150
უკრაინის პრეზიდენტი მსგავს ქცევას თუ გააგრძელებს, შესაძლოა, უნგრეთის გარდა, სხვა ქვეყნებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი.
ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში დაწერა.
რობერტ ფიცო გამოემხაურა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვით, ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს თუ დაბლოკავს, მის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აცნობებს.
რობერტ ფიცო უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს სრულ სოლიდარობას უცხადებს.
„ოფიციალურად მოვითხოვ ევროკავშირის ყველა უმაღლესი წარმომადგენლებისგან – ევროკომისიის პრეზიდენტისგან, ურსულა ფონ დერ ლაიენისგან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტისგან, ანტონიუ კოშტასგან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელისგან, კაია კალასისგან, გაემიჯნონ ამ აღმაშფოთებელ შანტაჟს“, – განაცხადა ფიცომ.
7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1772824800