პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაერთიანებული სამეფოს ახალი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი იქნება. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი გამოეთიშა პრაიმერს, 100 კონსერვატორი დეპუტატის მხარდაჭერა დარჩენილი ორი კანდიდატიდან მხოლოდ რიში სუნაკმა შეძლო.
შესაბამისად, პრაიმერს გამოეთიშა პენი მორდონტი, რაც ავტომატურად ნიშნავს სუნაკის პარტიის ლიდერად და შესაბამისად პრემიერ-მინისტრად არჩევას.
რა ვიცით რიში სუნაკის შესახებ
იგი წარსულში ბრიტანეთის მთავარი ხაზინადარი იყო, პარლამენტის წევრი კი 2015 წლიდან გახდა.
მისი მშობლები წარმოშობით ინდოეთიდან არიან, თუმცა ბრიტანეთში გადასვლამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ. თავად სუნაკი ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა.
იმ შემთხვევაში, თუ იგი კენჭისყრაში გამარჯვებას შეძლებს, გახდება ინდური წარმოშობის პირველი პრემიერ-მინისტრი.
სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს Brexit-ის კამპანიას, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანა იყო.
ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა.
მეის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს ბორის ჯონსონსაც. მისი გაპრემიერების შემდეგ კი ქვეყნის ფინანსები მიანდეს.
სუნაკი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, ლიბერალური პოლიტიკის შემუშავების გამო. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ეკონომიკის გახსნას და რეგულაციების მოხსნას, რის გამოც მოსახლეობის ნაწილში პოპულარული გახდა.