პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
44-დღიანი პრემიერობის შემდეგ ლიზ ტრასმა თანამდებობა დატოვა. განცხადება ტრასმა 20 ოქტომბერს გააკეთა.
ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება.
შექმნილი პრობლემების გამო, ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები, პრობლემების მოსაგვარებლად, ფინანსთა მინისტრი შეცვალა. შემდეგ კი თავად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ ყოფილი პრემიერი დღეს ქუჩაში მომღიმარი შენიშნეს, რომელიც სარბენად იყო გამოსული.
თავის სპორტულ ფორმასა და ფეხსაცმელში გამოწყობილმა, ყოფილმა ლიდერმა გაუღიმა პოლიციას, როდესაც დილის 8 საათზე შენობის კარი შეაღო, წერს უცხოური მედია და ფოტოებსაც აქვეყნებს.