არსებობს ცუნამის საშიშროება... - ფილიპინებში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
1701532923
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის ახალშობილი შვილის ძიძა სამსახურიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის მეუღლემ შეიტყო ერთი ჭიქა ვარდისფერი ღვინის შესახებ, რომელიც ძიძამ და ჯონსონმა მერვე შვილის პატივსაცემად დალიეს. ამის შესახებ Mirror-ს თავად ძიძამ, 59 წლის ტერეზა დოუსმა განუცხადა.
”ეს იყო სრული კოშმარი”, - თქვა დოუსმა და აღწერა სამსახურიდან გათავისუფლების პროცესი. მისი თქმით, პოლიტიკოსის მეუღლემ, კერი ჯონსონმა, საავადმყოფოდან გაწერისთანავე სამსახურიდან გაათავისუფლა და დოუსს 15 წუთი მისცა სახლიდან წასასვლელად და აღნიშნა, რომ ახალშობილი არც კი უნახავს.
დოუსმა ასევე თქვა, რომ განიხილავს ჯონსონების წინააღმდეგ სამართლებრივ მოქმედებას, რადგან მას სამთვიანი კონტრაქტი ჰქონდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თანამდებობა გასული წლის 7 ივლისს დატოვა.