სოფო ბედია მიმართვას ავრცელებს
1767695804
გინესის რეკორდების წიგნის ვერსიით, რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიოში ახალი წლის ყველაზე მასშტაბური ზეიმი გაიმართა.
2026 წლის დადგომის აღსანიშნავად კოპა კაბანას პლაჟზე დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი შეიკრიბა. ადამიანების რაოდენობის გარდა, გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა ღონისძიების კულტურული მნიშვნელობა და გასართობი პროგრამის ხარისხიც გაითვალისწინეს.
პლაჟზე სამი ძირითადი სცენა დამონტაჟდა. ორგანიზატორებმა ასევე მოაწყვეს 12-წუთიანი ფოიერვერკი, რომელიც 19 მცურავი პლატფორმიდან გაუშვეს და 1200 დრონის დახმარებით შოუც დადგეს.
ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2,5 მილიონი ადამიანი მხოლოდ კოპაკაბანაზე შეიკრიბა და ეს რაოდენობა არ მოიცავს სხვა მოედნებზე მყოფ ადამიანებს. ხელისუფლების შეფასებით, საახალწლო ღონისძიებებში მთლიანობაში დაახლოებით 5-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.