გერმანიაში, ათობით ცხვარი სუპერმარკეტში შეიჭრა

ცხვარი

ბავარიაში ცხვრები სუპერმარკეტში შევიდნენ და სალაროებთან ჭყლეტა მოაწყვეს. პატარა ქალაქ ბურგსინში 50-მდე ცხვარი ფარას მოსწყდა და Penny-ს ქსელის სუპერმარკეტში გასეირნება გადაწყვიტა. მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, ცხოველებმა მარკეტში დაახლოებით 20 წუთი გაატარეს.

როდესაც მოულოდნელმა სტუმრებმა სუპერმარკეტი დატოვეს, თანამშრომლებს ცხოველების შემდეგ ტერიტორიის დასუფთავება მოუწიათ. მიუხედავად ამისა, კომპანია Penny არ აპირებს რაიმე სახის პრეტენზია წარუდგინოს მწყემსს, რომელმაც 50 ცხვარი ვერ გააკონტროლა.