ინფორმაცია დაგროვებითი პენსიის შესახებ - ვის შეუძლია თანხის გატანა
1787688084
ნეპალში მომხდარ ძლიერ წყალდიდობას სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სტიქიის შედეგად დაზიანდა გზები, ხიდები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ტიბეტის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წერს სააგენტო.
მეზობელ ტიბეტში კი ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, გირონგის რაიონში „მსხვერპლის დიდი რაოდენობაა“, რამდენიმე ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
ხელისუფლების ინფორმაციით, ნეპალის მთიან რასუვის რაიონში, ქალაქებში სიაპრუ ბესსა და ტიმურეში, წყლის დონე იმდენად მაღალი იყო, რომ სამაშველო ვერტმფრენებმა დაშვება ვერ შეძლეს. რაიონში დაახლოებით 50 000 ადამიანი ცხოვრობს. ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.
„შესაძლოა, გარდაცვლილთა რაოდენობა და ქონებრივი ზარალი დიდი იყოს. თუმცა, ამ ეტაპზე ზუსტად ვერაფერს ვიტყვი“, - განუცხადა რასუვის რაიონის ხელმძღვანელმა ნარენდრა ფარიარმა Reuters-ს.
ხელისუფლებამ მდინარეების ნაპირებზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდა, უფრო მაღალ და უსაფრთხო ადგილებზე გადასულიყო.
ნეპალის არმიის წარმომადგენლის რაჯა რამ ბასნეტის განცხადებით, სამაშველო ვერტმფრენები სტიქიით დაზარალებულ რაიონებში დაშვებას მანამდე ვერ შეძლებენ, ვიდრე წყლის დონე არ დაიწევს.