ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება - Guardian
1763490912
გამოცემა Reuters-ი წერს, რომ კომპანია Bosch-ს წარმოებაში პრობლემები აქვს და სამ ქარხანაში სერიოზულ შეფერხებებს განიცდის.
კომპანიის ცნობით, ათასობით დაზარალებული თანამშრომელია.
„ამჟამად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ანსბახის, ზალცგიტერისა და ბრაგას ქარხნებში წარმოება კვლავ შეფერხებულია“- ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა.
გამოცემის ცნობით, მიწოდების კრიზისის გამო Bosch-ი საჭიროებისამებრ მუშებს სახლში უშვებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიის პრესსპიკერის განმარტებით, გერმანიაში კომპანია „საჭიროების მიხედვით“ სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ანაზღაურებადი სამუშაო პროგრამით სარგებლობს: ზალცგიტერის ქარხანაში (სულ 1 300 თანამშრომელი) 300-400 ადამიანი, ხოლო ანსბახში (სულ 2 500 თანამშრომელი) დაახლოებით 650 თანამშრომელია დროებით გათავისუფლებული. პორტუგალიის ქალაქ ბრაგაში მდებარე ქარხანაში (სულ 3 300 თანამშრომელი) 2 500-მდე ადამიანია დაზარალებული.
Bosch-მა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება სავაჭრო-პოლიტიკური მოვლენების განვითარებას და მიუთითა ჩართულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყებისკენ გადადგმულ „პირველ ნაბიჯებზე”.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები ამ კვირაში პეკინში ჩავლენ კომპრომისის მოსაძებნად.