Reuters: ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა გაუგზავნა

ისარელი არაბეთი

ისრაელმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს „რკინის გუმბათის“ საჰაერო თავდაცვის ბატარეა და მისი ოპერირებისთვის საჭირო პერსონალი გაუგზავნა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ დაადასტურა. ჰაკაბის თქმით, ეს ნაბიჯი 2020 წელს გაფორმებულ „აბრაამის შეთანხმებას“ უკავშირდება და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს ეფუძნება.

„ისრაელმა ახლახან მათ [არაბთა გაერთიანებულ საამიროებს] „რკინის გუმბათის“ ბატარეები და მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო პერსონალი გაუგზავნა. რატომ? იმიტომ რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის განსაკუთრებული შეთანხმება მოქმედებს, რომელიც „აბრაამის შეთანხმებას“ ეფუძნება“, - ციტირებს სააგენტო ამერიკელ დიპლომატს.