1768248959
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რენდი ფაინმა გრენლანდიის ანექსიისა და შტატად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი წარადგინა
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, რენდი ფაინმა გრენლანდიის ანექსიისა და შტატად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი წარადგინა.
„დღეს კონგრესმენმა ფაინმა წარადგინა გრენლანდიის ანექსიისა და შტატად გამოცხადების აქტი. ისტორიული კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებულია ამერიკის სტრატეგიული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების დაცვისკენ არქტიკაში და ჩინეთისა და რუსეთის მიერ წარმოქმნილი მზარდი საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაზე“, – აღნიშნულია კონგრესმენის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიზანია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უფლება მისცეს, გადადგას აუცილებელი ნაბიჯები გრენლანდიის ანექსიისთვის ან მისი შეძენისთვის. კანონმდებლობა ასევე მოითხოვს კონგრესისთვის სრული ანგარიშის წარდგენას, რომელშიც აღწერილი იქნება ფედერალურ კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია გრენლანდიის აშშ-ის ოფიციალურ შტატად აღიარებისთვის.
„ჩემი კანონპროექტი დაიცავს ჩვენს სამშობლოს, უზრუნველყოფს ჩვენს ეკონომიკურ მომავალს და უზრუნველყოფს, რომ ამერიკამ და არა ჩინეთმა ან რუსეთმა, დაადგინოს წესები არქტიკაში. ასე გამოიყურება ამერიკის ლიდერობა და ძალა“, – წერს ფაინი.











