რატომ ვათვალიერებთ ხშირად საკუთარ სთორებს Instagram-ზე

instagram

 როდესაც ფიქრობთ ტერმინზე „Instagram-ის სტალკვა“, რა სცენარები გახსენდებათ? არის ეს პროფილის შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი ყველა მნიშვნელოვან კრიტერიუმს: ჰყავთ მეგობრები, უყვართ მოგზაურობა და გამოიყურებიან ისევე, როგორც მათ მონიშნულ ფოტოებში, ისე პროფილზე განთავსებულ ფოტოებში? თუ იმის გარკვევა გაინტერესებთ, წყვილი დაშორდა თუ არა? როდესაც წარმოვიდგენთ საკუთარ თავს ციფრულ გამოძიებაში, ეს მოიცავს სხვა ადამიანებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვართ საკუთარი თავის ყველაზე ერთგული მაყურებელი. ბევრისთვის TikTok-ზე ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა: ვაზიარებთ Instagram-ის სთორის და ვებმებით 24-საათიან ციკლში, რომლის განმავლობაშიც სთორის ვუყურებთ ხელახლა და მნახველთა სიას ვაკვირდებით. 

 


რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ ხომ არა, რომ პერფექციონისტები ვართ, შეპყრობილნი იმით, რომ ჩვენი კონტენტი შეესაბამებოდეს ჩვენი თავის იმ ციფრულ ვერსიას, რომელსაც მსოფლიოს ვაჩვენებთ? ვართ კი ცნობიერნი იმის მიმართ, როგორ გვხედავენ სხვები თუ უბრალოდ საკუთარი თავი გვიყვარს?

საკუთარი თავის სხვისი თვალით დანახვა

ელოიზ სკინერის, ფსიქოთერაპევტისა და ეგზისტენციალურ იდენტობაზე სპეციალიზებული პროფესიონალის თქმით, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, თუ რატომ ვსტალკავთ საკუთარ თავს – ერთ-ერთი არის სურვილი, დავინახოთ საკუთარი თავი გარე პერსპექტივიდან. როდესაც ასეთი ინფორმაცია ხელთ არ გვაქვს, ჩვენ თავად ვცდილობთ გავშიფროთ სხვების აზრები და მოსაზრებები იმის წარმოდგენით, თუ რას შეიძლება ხედავდნენ ისინი ჩვენი პროფილების დათვალიერებისას.

ფსიქოლოგი ზოი მალეტი ამბობს, რომ ევოლუციამ ჩამოაყალიბა ჩვენი თანდაყოლილი სურვილი სოციალური მიღებისა და სტატუსის მიმართ, ჩვენს არსებაში ჩანერგა „ღრმად ფესვგადგმული საჭიროება სოციალური მოწონებისთვის“. ეს არის ქვეცნობიერი მცდელობა, გავაუმჯობესოთ ჩვენი სოციალური მდგომარეობა, გავზარდოთ ჩვენი კუთვნილების შანსები და შევქმნათ პოზიტიური იმიჯი, რაც არის ნაწილი ჩვენი გადარჩენის მექანიზმებისა, როგორც ადამიანებისა.

სურვილი, გავიგოთ, როგორ აღგვიქვამენ, თაობების განმავლობაში არსებობდა ადამიანის ინსტინქტში. სკინერიც და მალეტიც აღნიშნავენ, რომ ჩვენი მცდელობები, გავაკონტროლოთ, როგორ გვხედავენ, არსებობდა Instagram-ის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე – როგორ ვხარჯავთ დროს ღონისძიებისთვის ტანსაცმლის შერჩევაზე, ან რას ვამბობთ საუბარში ნაცნობთან. სოციალური მედია, გახდა ციფრული პლატფორმა, სადაც ეს პროეცირდება – ეს არის მცდელობა, ავსახოთ ის იდენტობა, რომლის განსახიერებაც გვინდა, რომ სხვებმა დაინახონ ჩვენში.

როგორ წარმოვაჩენ თავს ონლაინ?

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველა ერთნაირად არ იყენებს სოციალურ მედიას. ზოგიერთი იყენებს მას ურთიერთობების შესანარჩუნებლად. მაშინ როცა სხვებისთვის, როგორიცაა პერი და ჟურნალისტი დევიდ ჩიპაკუპაკუ, ეს არის მათი პიროვნების გაგრძელება.

არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ ვათვალიერებთ ჩვენს კონტენტს, მაგრამ არსებობს თუ არა განსხვავება ამ ქცევის სიჯანსაღესა და ტოქსიკურობას შორის? 2024 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Instagram-ს გლობალურად 2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც ბევრ კონტენტს ქმნიან. სკინერი ფიქრობს, რომ საკმაოდ ნორმალურია, რომ დროდადრო გვინდა გადავხედოთ კონტენტს, როგორც ფოტოალბომს.

სკინერი გვირჩევს, ვიყოთ ყურადღებით იმის მიმართ, თუ როგორ გვაგრძნობინებს თავს თვითსტალკინგის აქტი, მოცემულ მომენტში და შემდეგ. თუ ვპოულობთ, რომ ეს მოტივაციის მომცემი ან დამამშვიდებელია, შესანიშნავია. მაგრამ ასევე არსებობს რისკი, რომ ეს გაგვხდის უფრო კრიტიკულს საკუთარი თავის მიმართ ან დაგვტოვებს წარსულში გახვეულს.

 

წყარო