რატომ არავის უნახავს ფეხმძიმე დედოფალ ელიზაბეტ II-ის ფოტო - ის არქივში საგანგებოდაა დაცული

ელიზაბეტი

არაფერი აღელვებს ადამიანებს ისე, როგორც ახალი ამბები (და მით უმეტეს, ფოტოები) ქალის ორსულობის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის სამეფო ოჯახიდანაა.
ჩვენ ვნახეთ ქეით მიდლტონის, მეგან მარკლის ან სარა ფერგიუსონის ფოტოები სხვადასხვა პორტალზე, ჟურნალებში, გაზეთების პირველ გვერდებზე, მაგრამ არასოდეს, ორსული დედოფალ ელიზაბეტ II-ის ფოტო, მომრგვალებული მუცლით, არავის უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ მას ოთხი შვილი გააჩინა: ამჟამინდელი მეფე ჩარლზ III, პრინცესა ანა და პრინცები - ანდრია და ედვარდი.


მისი ოთხივე ორსულობა საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა იმდროინდელი ტაბუს გამო. ბუკინგემის სასახლეს ოფიციალურად არც კი გამოუცხადებია, რომ ელიზაბეტი ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ საზოგადოებას აცნობა, რომ დედოფალი სამეფო მოვალეობებს მცირე ხნით შეაჩერებს.
The New York Times-ის ცნობით, 1948 წელს სასახლემ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელიზაბეტი არ გამართავს საჯარო ღონისძიებას ივნისის ბოლოს“. ხუთი თვის შემდეგ მომავალი მეფე ჩარლზ III დაიბადა.