როდემდე შენარჩუნდება უნალექო ამინდი საქართველოში
1736508747
ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა. სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარდაცვლილთა იდენტიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შესაძლოა, რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. პარალელურად ხდება გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ინფორმირებაც.
ხანძარი, რომელიც ანგრევს ტერიტორიას მალიბუსა და სანტა მონიკას შორის, ცნობილია, როგორც ყველაზე დამანგრეველი ტყის ხანძარი, რომელიც ოდესმე ყოფილა ამ ოლქში. ხანძარმა მოიცვა 17,000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია.
ზოგიერთს აინტერესებს, რატომ არ შეუძლიათ მეხანძრეებს წყნარი ოკეანის წყლის გამოყენება ცეცხლის ჩაქრობის მიზნით.
არსებობს გარკვეული განსხვავებები მტკნარ და მარილიან წყალს შორის.
ერთ-ერთი განსხვავება, ის არის, რომ მარილს შეუძლია გამოიწვიოს კოროზია. მიუხედავად იმისა, რომ ოკეანის წყალმა შეიძლება იმუშაოს ხანძრის დასაძლევად, თუმცა წყლის ავზებში მისი შენახვა აღჭურვილობისთვის საზიანო იქნება.
ხანძრის დროს მარილის წყლის გამოყენების თავიდან აცილების კიდევ ერთი მიზეზი არის ის გავლენა, რომელიც მას მომავალში შეიძლება ჰქონდეს ეკოსისტემაზე. შესაძლოა ის ადგილი, სადაც მარილიან წყალს გამოიყენებენ, უნაყოფო დარჩეს.
მარილს ასევე შეუძლია შეამციროს წყლის გამაგრილებელი ეფექტი, რაც თავის მხრივ ხდის მას ნაკლებად ეფექტურს ხანძრის ტემპერატურის შესამცირებლად.