რას მალავს კიმ ჩენ ინი? - ჩრდილოეთ კორეის უცნაური სურათი Google Maps-ზე

ჩრდილოეთ კორეა რუკაზე

ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ქვეყანაა პლანეტაზე. 2011 წლიდან ქვეყანას ძალიან მცირე კონტაქტი აქვს დანარჩენ სამყაროსთან და არც ისე ბევრია ცნობილი იმის შესახებ, თუ როგორია ქვეყანაში ცხოვრება სინამდვილეში. ყველაფერთან ერთად, უცნაურია, როგორ ჩნდება ჩრდილოეთ კორეა Google Maps-ზე. რუკაზე ანალიზს უცხოური გამოცემა აკეთებს.

როგორც უცხოური მედია წერს, Google Maps-ზე, ჩვეულებრივ მომხმარებლებს შეუძლიათ გაადიდონ თითქმის ნებისმიერი ქუჩა მთელს მსოფლიოში, რათა ნახონ როგორია ნავიგაცია გზებზე. ამ მხრივ ჩრდილოეთ კორეა სრულიად განსხვავებულია.

მომხმარებლები, რომლებიც ცდილობენ გაადიდონ და ნახონ ქვეყნის დეტალები, ამას ვერ ახერხებენ. ჩრდილოეთ კორეაში გზები უსახელოდ ჩანს და ირგვლივ მოფენილი მრავალი ქალაქი და სოფელი საშინლად ბუნდოვანია.

ჩრდილოეთ კორეის ერთადერთი დეტალი, რომელიც Google Maps-ზე ჩანს, არის ქალაქებისა და მთების სახელები. დანარჩენი ლანდშაფტი ბუნდოვანია.

უცნობია, რატომ არის დამალული ჩრდილოეთ კორეა Google Maps-ზე, მაგრამ დასავლური კომპანიები ამას იმით ხსნიან, რომ ქვეყანაში Google-ის წვდომის ნაკლებობაა.

ამასთან, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა მხოლოდ „პრინციპულად“ შეთანხმდნენ, რომ დაასრულონ საომარი მდგომარეობა. ამიტომ, ჩრდილოეთ კორეა ცდილობს შეზღუდოს წვდომა და ინფორმაცია საკუთარი სამხედროების შესახებ, მაგალითად როგორია მათი სამხედრო შესაძლებლობა, ტექნოლიგიები, ან ცდილობს დამალოს არმიის ადგილმდებარეობა.

როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, Google Maps-ის მომხმარებლებს ამჟამად არ შეუძლიათ გამოიყენონ ვებსაიტი ქვეყნის დიდი ნაწილის სანახავად. ძირითადი ინფორმაცია, რაც ცნობილია ჩრდილოეთ კორეის შესახებ, მოდის გაქცეული ადამიანების მიერ გაზიარებული ისტორიებიდან.

ითვლება, რომ 1950 წლიდან 1953 წლამდე 26000-ზე მეტი ადამიანი გაიქცა ჩრდილოეთ კორეიდან და გაემართა სამხრეთით. სხვები ასევე მიდიან ჩინეთში, მაგრამ ბევრ მათგანს მაინც ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება უწევს.