მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ნადავამ შოშანიმ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის ან აშშ-ს საჰაერო ძალებმა ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ მინაბში გოგონათა სკოლაზე იერიში მიიტანეს. სამხედრო მაღალჩინოსნის კომენტარი სააგენტო EFE-მ გაავრცელა.
მან ასევე დაამატა, რომ აშშ და ისრაელი ამ ინფორმაციას სწავლობენ. შოშანიმ აღნიშნა, რომ „ისრაელი ირანში განსაკუთრებული სიზუსტით მოქმედებს“.
28 თებერვალს ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს სრულად განადგურებული შენობა.
როგორც მინაბის ოლქის პროკურორმა განაცხადა, დაღუპულთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან. ასევე დაიღუპნენ სკოლის თანამშრომლები და მშობლები.
ირანის ხელისუფლების ცნობით, ისრაელმა სკოლას 28 თებერვლის დილით დაარტყა.
შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები 28 თებერვალს დაიწყეს და ირანის მასშტაბით სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს. ირანის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი დაიღუპნენ. საპასუხოდ, ირანის ძალებმა ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთში მდებარე ამერიკულ ბაზებს შეუტიეს.
ცნობისთვის, მინაბში, ირანის ელიტური სამხედრო და პოლიტიკური წარმონაქმნის, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) ერთ-ერთი ბაზაა განთავსებული.