რატომ არ შეიძლება აღდგომამდე წითელი კვერცხის ჭამა?
1745009148
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნეთში მდებარე „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტს“ დრონებით დაესხნენ თავს.
მისი თქმით, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„დღეს, დილის 06:30 საათზე გუდერმესში, „რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე უპილოტო აპარატის თავდასხმის შედეგად ცარიელი შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არის. ხანძარი ჩააქრეს“, – წერს ჩეჩნეთის ლიდერი.
„რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტი“, სხვა საქმიანობასთან ერთად, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებს ამზადებს.
ცნობისთვის, ჩეჩნეთის ხელისუფლება პირველად იუწყება ჩეჩნეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის შესახებ.