VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით, შექმნილია გრანდიოზული გეგმა ნატო-ს ქვეყნების დემილიტარიზაციის შესახებ, რომელთაგან პირველი, „კიევის აღების შემდეგ“, პოლონეთი იქნება.
ამის შესახებ რუსული სააგენტო „რია“ წერს.
კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა თავის თანაშემწე - სპეცდანიშნულების რაზმის „ახმატის“ ლიდერთან, აფტი აუდინოვთან, რომელთანაც, კადიროვის თქმით, საბოლოოდ შეხვედრა მოახერხა.
„გეგმები გრანდიოზულია. ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ნატოს წევრი ქვეყნების დემილიტარიზაციის გეგმა. რიგში პირველი, კიევის აღების შემდეგ, პოლონეთი დგას“ , - წერს კადიროვი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.