არასრულწლოვან გოგონაზე, 5 წლის განმავლობაში, 60-მდე მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა (ინდოეთი)
1740327052
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი განადგურებით ემუქრება ჩეჩენი მოხალისეების ბატალიონს, რომელიც უკრაინის არმიის სამხედროებთან ერთად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ.
კადიროვი „ტელეგრამზე“ წერს, რომ ამ კვირაში „ნაციონალისტებისგან გაათავისუფლეს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მთელი ტერიტორია“, მაგრამ „მინიმუმ ჩეჩნებისთვის სპეცოპერაცია დასრულებიდან ჯერ კიდევ შორსაა“. კადიროვის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ მისცემენ „თუ საჭიროა კიევამდე მისვლის შესაძლებლობასაც“, რათა გაანადგურონ „თავის დროზე ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან გაქცეული ტერორისტების ნარჩენები“.
უკრაინის მხარდასაჭერად მებრძოლ ჩეჩენ მოხალისეებს კადიროვი უწოდებს „ვირთხებს“, რომლებსაც „დიდი ხანია ეძებენ“.
კადიროვს „დიდი იმედი“ აქვს, რომ „უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გასცემს ბრძანებას და ანგარიშის გასასწორებლად გაგზავნის“ სწორედ ჩეჩენთა ქვედანაყოფებს.