რამდენიმე საათის წინ თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ობიექტებზე იერიში მიიტანა

თურქეთმა ერაყსა და სირიაში „ქურთისტანის მუშათა პარტიის" ობიექტებზე იერიში მიიტანა

ანკარის პასუხი ტერაქტზე - რამდენიმე საათის წინ თურქეთმა ერაყსა და სირიაში "ქურთისტანის მუშათა პარტიის" ობიექტებზე იერიში მიიტანა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათ ტერორისტების კუთვნილ 32 სამიზნეს წარმატებით შეუტიეს. თუმცა, რა სამიზნეებზეა საუბარი, უწყება არ აკონკრეტებს.

ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ავიაიერიშებამდე, ანკარაში თავდაცვით-სამრეწველო კომპანია Turkish Aerospace Industries-ზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 5 და დაშავდა 22 ადამიანი. ლიკვიდირებულია ორი თავდამსხმელი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმაში "ქურთისტანის მუშათა პარტია" დაადანაშაულა, რამაც თურქეთის საპასუხო ქმედება გამოიწვია.