1760126513
რაფაელ გლუქსმანი საფრანგეთში 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცენტრისტი მემარცხენეების კანდიდატი გახდება
რაფაელ გლუქსმანი საფრანგეთში 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ცენტრისტი მემარცხენეების კანდიდატი გახდება. ევროპარლამენტის დეპუტატმა გლუქსმანმა საფრანგეთში ცენტრისტი მემარცხენეების პრაიმერიზში გაიმარჯვა. 46 წლის გლუქსმანი მოძრაობა „საზოგადოებრივ მოედანს“ ხელმძღვანელობს.
„მე ვარ კანდიდატი, რომელიც მაკრონიზმთან გამიჯვნას ემხრობა, კანდიდატი, რომელიც ფრანგ მემარცხენეებზე ჟან-ლუკ მელანშონის ჰეგემონიასთან გამიჯვნას ემხრობა, კანდიდატი, რომელსაც შეუძლია ჩვენი დიდი ხნის მტერი, ულტრამემარჯვენეები, დაამარცხოს“, – განცახა მან კენჭისყრის შემდეგ.
მაკრონის შემდეგ პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატების რეიტინგში კვლავ ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების” წარმომადგენლები ლიდერობენ: ჯორდან ბარდელას 33%, მარინ ლე პენს კი 32% უჭერს მხარს.












